ოპოზიცია მტკიცებულებების ნუსხიდან წულუკიანის კომისიის დასკვნის ამოღებას ითხოვს
შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე "ძლიერი საქართველო-ლელომ" და პარტია "ახალის" თავმჯდომარემ ნიკა გვარამიამ დააყენა.

"ძლიერი საქართველო-ლელო" წულუკიანის კომისიის დასკვნის გარდა ასევე იტხოვს, რომ სარჩელიდან ამოღებულ იქნას ის პოლიტიკური განცხადებები, რასაც ეს სარჩელი ეყრდნობა.
ძირითადად, მათი სასარჩელო მოთხოვნები რასაც ეყრდნობა, არის სწორედ პოლიტიკური განცხადებები - ეს ყველაფერი მათ მოტანილი აქვთ მტკიცებულებად. თუ თქვენ ასე მიიჩნევთ, რომ პოლიტიკური განცხადებები ამ შემთხვევაში არ არის სამართლებრივად შეფასებადი, ამ შემთხვევაში, ყველა ეს ბმული, ყველა განცხადება არ უნდა იყოს მიღებული მტკიცებულებად. ჩვენი შუამდგომლობაც არის მათ შორის, რომ ეს საგამოძიებოს დასკვანა არ იქნეს დაშვებული, ისევე როგორც ნებისმიერი პოლიტიკური განცხადება, რის გამოც აპირებენ "ქართული ოცნების" დეპუტატები, რომ პოლიტიკური ოპოზიცია ამ ქვეყანაში გააქრონ
საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.




