მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძის, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ
გადაწყვეტილება დღევანდელ სასამართლო პროცესზე იქნა მიღებული, სადაც აღნიშნული პირების საქმე ძირითად საქმეს გამოეყო

არსებული ინფორმაციით, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში, მათ რეალური სასჯელი 1 წლისა და 1 თვის ვადით, ხოლო 2 წელი პირობითი მსჯავრი შეეფარდებათ. პროკურატურასა და მსჯავრდებულებს შორის შეთანხმება სააპელაციო სასამართლომ უნდა დაამტკიცოს.
საპროცესო შეთანხმების გაფორმების წინაპირობა ბრალის აღიარებაა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის თანახმად, 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორებიდან ლაშა ბერიძესა და მურთაზ ზოდელავას - 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი. ირაკლი ჩხვირკვიასა და გური ჟვანიას კი 5-5 წლით აქვთ თავისუფლება აღკვეთილი.




