მტკვარში კაცს ეძებენ
40 წლამდე მამაკაცი წუხელ ღამით ქალაქის ცენტრალური ხიდიდან გადახტა მდინარეში.

რუსთავში, მტკვარში, ახალგაზრდა კაცს ეძებენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამძებრო სამუშაოებში ჩართული არიან მაშველები, მყვინთავები, დრონები.
ადგილობრივი მედია ინფო რუსთავის ცნობით, 40 წლამდე მამაკაცი წუხელ ღამით ქალაქის ცენტრალური ხიდიდან გადახტა მდინარეში.




