მკვლელობა ოზურგეთში - მოკლულია შუახნის ქალი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში მკვლელობა მოხდა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში მკვლელობა მოხდა.
მოკლულია შუახნის ქალი, შემთხვევიდან ოთხი დღის შემდეგ
სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებული ქალის სახლში ფარულად შეიჭრა და ცივი იარაღით სიცოცხლისთვის საშიში, მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ქალბატონი ადგილზევე გარდაიცვალა. დაკავებულ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109- ე მუხლის “მ” ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს)




