ქუთაისში, რიონ ჰესთან ავტომობილი გადავარდა, რომელშიც სავარაუდოდ, 2 ადამიანი იმყოფებოდა
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს

ადგილზე სამაშველო სამსახურებია მობილიზებული, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. მყვინთავ-მაშველები ავტომობილში მყოფ პირებს ეძებენ.
შსს -ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.




.webp&w=1920&q=75)