მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც დღეს პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია! - ელენე ხოშტარია
პატიმრობაში მყოფმა ოპოზიციის ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ წერილი გაავრცელა
.webp&w=1920&q=75)
ელენე ხოშტარიამ წერილში აღნიშნა, რომ ღარიბაშვილი ღარიბაშვილი პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია.
პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია მხარი დაუჭირონ პოლიტიკურ ოპონენტსებსაც და მტრებსაც კი, "რომელთაც უსამართლოდ ექცევა სისტემა".
ეს არ არის ბრძოლა ძალაუფლებისთვის. ეს არის ბრძოლა ადამიანზე ორიენტირებული სისტემის შექმნისთვის! აქედან გამომდინარე, ჩვენ, როგორც საზოგადოებას, ყოველთვის გვაქვს მორალური უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობა. ჩვენ ჩვენი ფასეულობების ჩამოყალიბებისა და კრისტალიზაციის პროცესში ვართ. ძალიან მნიშვნელოვანია, აქტიურად დავუჭიროთ მხარი ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებსა და მტრებსაც კი, რომელთაც უსამართლოდ ექცევა სისტემა. ამგვარი მეთოდებით ბრძოლა რომ მიუღებელია, სწორედ იმ ადამიანებზე უნდა თქვას საზოგადოებამ, რომლებიც მათთვის სრულიად მიუღებელია. სწორედ ეს გამოგვარჩევს რუსებისგან და „ქოცებისგან“. სწორედ ეს არის ჩვენი ძალა! ჩვენ არასდროს დავემსგავსებით მათ. შურისძიებაში და ძალადობაში მათ ვერ და არ შევეჯიბრებით. ჩვენ აუცილებლად მოვუგებთ მათ სიმართლის ძალით!
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინდელ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ის არის "ფსიქოლოგიური წამების მსხვერპლი". ღარიბაშვილის ადვოკატი ითხოვს აღნიშნულ განცხადებაზე და მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ფსიქოლოგიური წამების ფაქტზე გამოძიება დაიწყოს, თუმცა ამ დრომდე პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია. ქვეყნის მთავარი საგამოძიებო უწყებაში ამბობენ, რომ ექს-პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებაში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ღარიბაშვილის „ქრთამის აღების საქმის“ არსებითი განხილვა 2 ნოემბერს დაიწყო.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ახალი ბრალის წარდგენის შემდეგ პირველად მივიდა პროცესზე, თუმცა ის მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მალევე დახურა.




