მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ზაზა კარბაიას ბრალი წარედგინა
მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს
25 ოქტომბერს, ფოთში ქმარმა ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. ზაზა კარბაიამ 47 წლის ცოლი, ინგა ყალიჩავა ბალიშით გაგუდა, შემდეგ კი სახლში ბუნებრივი აირი გაუშვა.
დანაშაულის ჩადენის შემდეგ კაცმა თავად დარეკა 112-ში. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ცოლ-ქმარი სახლში მარტო იმყოფებოდა. მათ ოთხი შვილი ჰყავთ.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


.webp&w=1920&q=75)

