მედიის ადვოკატირების კოალიცია: სოლიდარობა ვახო სანაიას და ფორმულას გუნდს
კოალიციის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება ჟურნალისტური საქმიანობისა და გამოხატვის თავისუფლებაზე განხორციელებული ზეწოლის მორიგი საგანგაშო მაგალითია

მედიის ადვოკატირების კოალიცია, ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტსტუსის გამო დაპატიმრებას გამოეხმაურა.
მართლმსაჯულების სისტემის გამოყენება კრიტიკული ხმის ჩასახშობად და ჟურნალისტების დასასჯელად ლახავს დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სიტყვისა და პრესის თავისუფლებას




