მდინარაძე ვირთხაა - ლუკა კურტანიძე ამბობს, რომ ღარიბაშვილს საქმე სუს-ის ექს შეფმა "შეუთითხნა"
მოჭიდავე ლუკა კურტანიძე ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესზე იმყოფებოდა

მაგ სისულელეს მხოლოდ სულელები დაიჯერებენ და ისეთი ვირთხები, როგორიც მდინარაძე იყო, - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" ყოფილმა დეპუტატმა ლუკა კურტანიძემ კითხვას, „სჯერა თუ არა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ჯარს ძარცვავდა“.
კურტანიძის თქმით, ეს არის "გაუგებრობა, რომელიც მალე გაირკვევა“.
მე ბედნიერი ვარ, რომ ერისკაცი, ირაკლი ღარიბაშვილი ვნახე, ჯანმრთელია და ძლიერია. მაგ სისულელეს [ჯარის ძარცვას] მხოლოდ სულელები დაიჯერებენ და ისეთი ვირთხები, როგორიც მდინარაძე იყო. ხომ იცით, არის ასეთი ნათქვამი, მკვდარზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს. მდინარაძე მკვდარზე უარესია, ვირთხაა, რომელმაც თავის გუნდის წევრებს ასეთი რამეები შეუთხზა
კითხვაზე, დააკავებენ თუ არა, მამუკა მდინარაძეს, კურტანიძემ ასე უპასუხა - "არ მაინტერესებს მკვდარი მდინარაძე"




