მათე დევიძის დედა ევროპის საბჭოს, ევროკომისიასა და საქართველოში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს მიმართავს
სინდისის პატიმრის დედა ევროკავშირისგან ითხოვს, გამოყონ პასუხისმგებელი წარმომადგენელი, რომელიც მათე დევიძის საქმეს შეისწავლის.
-3.webp&w=1920&q=75)
მათე დევიძის დედა, თამუნა მჭედლიშვილი შვილის გათავისუფლების მოთხოვნით ევროპის საბჭოს, ევროკომისიასა და საქართველოში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს მიმართავს.
დღეს თქვენ მოგმართავთ თხოვნით, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა პოლიტიკური და დიპლომატიური ბერკეტი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან მიმართებით და უმოკლეს ვადაში მიიღოთ ქმედითი ზომები მათე დევიძის დაუყოვნებლივი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. მათე დევიძე უდანაშაულოა. ის პოლიტიკური პატიმარია და მისი ადგილი ციხეში არ არის!
თამუნა მჭედლიშვილის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ის იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო, რადგან "საქართველოში ვერ შეძლო ღირსეული შრომითა და ადამიანური პირობებით ცხოვრება".
მათე დევიძე 2024 წლის 19 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე დააკავეს. ის სისხლის სამართლის 353 -ე მუხლით გაასამართლეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისმობს.
მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით აქვს თავისუფლება აღკვეთილი.




