მალხაზ მაჩალიკაშვილი ბიძინა ივანიშვილის შეურაცხყოფისთვის დააჯარიმეს
მალხაზ მაჩალიკაშვილი მსგავსი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ერთხელ უკვე დაჯარიმდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ მალხაზ მაჩალიკაშვილს საჯარო სივრცეში ბიძინა ივანიშვილის მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო 1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. სასამართლო სხდომას თავად მაჩალიკაშვილი არ დასწრებია.
მალხაზ მაჩალიკაშვილი მსგავსი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ერთხელ უკვე დაჯარიმდა, წინა შემთხვევაში მას ირაკლი ჩიმაკაძის მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის 2000 ლარის გადახდა დაეკისრა.




