ქუთაისი- ბერლინის რეისის მგზავრი : "მოვყევით ტურბულენტურ ზონაში, რა დროსაც მგზავრი ცუდად გახდა"
ქუთაისი-ბერლინის რეისი თბილისში მოაბრუნეს
.webp&w=1920&q=75)
ქუთაისი- ბერლინის რეისი აფრენიდან ერთ საათში თბილისის აეროპორტში დაეშვა. მიზეზი ერთ- ერთი მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.
ბორტზე მყოფების ინფორმაციით, მგზავრი შეუძლოდ ტურბულენტობის გამო გახდა, თუმცა უამინდობის გამო რეისის მიღება ქუთაისის აეროპორტმა ვერ შეძლო და თვითმფრინავი თბილისმა მიიღო.
რეისის მგზავრები ყვებიან, რომ ძლიერი ქარის გამო თვითმფრინავი ძლივს აფრინდა შემდეგ, კი ძლიერ ტურბულენტურ ზონაში მოყვნენ.




