ქსანში საგამოძიებო მოქმედებებია - ვატო ყიფიანს და „კაწროს“ ბრალს უმძიმებენ
„სანდო წყაროს“ ინფორმაციით, ამ წუთებში ადგილზე ადვოკატები და გამომძიებლები არიან შესულები.

ამ წუთებში ქსნის ციხეში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. „სანდო წყაროს“ ინფორმაციით, ვატო ყიფიანისთვის და ავთანდილ ბილანიშვილისთვის, იგივე „კაწროსთვის“ ბრალის დამძიმების პროცედურა მიმდინარეობს.
ადგილზე შესულები არიან ადვოკატები და გამომძიებლები.
სავარაუდოდ, სწორედ ამას უკავშირდება პროკურატურაში 12:00 საათზე ჩანიშნული ბრიფინგიც. „სანდო წყარო" დაუკავშირდა პროკურატურას ინფორმაციის დასაზუსტებლად, თუმცა, დამატებითი დეტალები ჯერ არ არის ცნობილი.
„სანდო წყაროს“ ინფორმაციით, ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი ქსნის ციხეში ახალი გადაყვანილები არიან. სავარაუდოდ, დღევანდელი ბრალის დამძიმებაც ძმებ ფეიქრიშვილებს და გლდანის ციხეში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.




