ხატია დეკანოიძემ ივანიშვილის დაბარების შუამდგომლობა დააყენა, მოსამართლემ კი დარბაზიდან გააძევა
სიტყვით გამოსვლის დროს, ხატია დეკანოიძე საკონსტიტუციო სარჩელში რუსეთის ფაქტორზე ამახვილებდა ყურადღებას, რა დროსაც, მოსამართლემ ის დარბაზიდან გააძევა.

ხატია დეკანოიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ ამ ქვეყანას მართავს ერთი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი და სწორედ ის უნდა დაიკითხოს
ამ ქვეყანაში ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიმღები არის ერთი ადამიანი და იმ ადამიანს წარმოადგენენ ზუსტად ისინი, ვინც სხედან ახლა აქ, ვინაიდან ამ ადამიანის გამო ხდება რუსეთთან უმძიმესი პოლიტიკური ვუთარების ფონზე საქართველოს დაახლოება, ჩვენი მეგობრების ჩამოცილება - ვაყენებ შუამდგომლობას, დაიკითხონ შემდეგი ადამიანები, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილი. ეს არის ადამიანი, რომელიც მართავს ერთპიროვნულად საქართველოს და ვინმე ხომ არ შემეწინააღმდეგება?პლენუმს მივმართავ, რომ ბიძინა ივანიშვილი, ადამიანი, რომელიც წარმოადგენს ამ ქვეყნის ერთპიროვნულ მმართველობას და რომლის მთავარი ამოცანაა, ძალის გამოუყენებლობაზე მოაწერინოს საქართველოს სახელმწიფოს ხელი. საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ გვაინტერესებს, რა ელის ამ ქვეყანას, როდესაც ყველა პროდასავლური პარტიის აკრძალვას აპირებს, ამიტომ, მოწმედ გვინდა გამოვიძახოთ ბიძინა ივანიშვილი




