IPI გურამ როგავას საქმეზე გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
"საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი" გურამ როგავას სასამართლო პროცესიდან ჩამოშორებას გმობს
-3.webp&w=1920&q=75)
IPI - ს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გურამ როგავას მიმართ ძალადობის ფაქტზე დაკავებულ სპეცრაზმელს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა, სერიოზული კითხვები რჩება დამნაშავის იდენტიფიკაციისა და გამოძიების ეფექტიანობის შესახებ.
როგორც "საერთაშორისო პრესის ინსტიტუტის" მიერ გავრეცლებულ განცხადებაშია აღნიშნული, ორგანიზაცია მოითხოვს სრულ სამართლიანობასა და პასუხისმგებლობას ყველა იმ ქართველი ჟურნალისტის საქმეზე, რომლებიც თავიანთი პროფესიული საქმიანობის გამო გახდნენ თავდასხმის სამიზნე.
ეს საქმე კიდევ ერთი შეხსენებაა საქართველოში ჟურნალისტებზე თავდასხმების მიმართ ფართოდ გავრცელებული დაუსჯელობის, სადაც პოლიციელებისა და სხვა პირების მხრიდან ჩადენილი ძალადობის შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა დაუსჯელი რჩება. საქართველოში დაუსჯელობის წრე მხოლოდ იმ შემთხვევაში დაირღვევა, თუ ყველა დამნაშავე პასუხისგებაში მიეცემა. IPI ყველა იმ ქართველი ჟურნალისტისთვის, ვინც პროფესიული საქმიანობის გამო სამიზნე გახდა, სრულ სამართლიანობასა და ანგარიშვალდებულებას მოითხოვს
12 ნოემბერს ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის საქმეზე სპეცრაზმელ გურამ (გოგა) კირკიტაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით საქმიანობის უფლების შეზღუდვა შეეფარდა. სასამართლოს განაჩენის შესახებ როგავას საქმის ახალმა პროკურორმა ლაშა გამყრელიძემ სატელეფონო ზარით შეატყობინა.
გურამ როგავა არ ენდობა გამოძიებას და განაცხადა, რომ რეალური თავდამსხმელი ისევ თავისუფალია და სხვა გახმაურებულ საქმეებში მონაწილეობის გამო, „რეჟიმისგან ხელშეუხებლობის გარანტიით სარგებლობს”.
გურამ როგავა 2024 წლის 29 ნოემბერს საპროტესტო აქციის დაშლას პირდაპირ ეთერში აშუქებდა, რა დროსაც სპეცრაზმელი თავს დაესხა. მას დაფარული ჰქონდა სახე და არ გქონდა არანაირი მაიდენტიფირებელი ნიშანი. შედეგად გურამ როგავამ კისრის მე-7 მალის (მოტეხილობა) და სახის ძვლების მოტეხილობა მიიღო.




