იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
შსს განცხადებით, დაკავებულებს ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით დაკავებული 5 პირიდან 2 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი, დროებითი საცხოვრებელი ბინებისა და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: 150 გრამი „კოკაინი”, 111 აბი და 119 შეკვრად დაფასოებული „მეთადონი“. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




