გურჯაანში მამაკაცის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
გურჯაანში სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

გურჯაანში სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.
Შსს - ს ცნობით, ბრალდებულმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკებისას, მამაკაცი ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




