გიორგი ოკმელაშვილი "ოკმელა" თავისუფალია
გიორგი ოკმელაშვილს ქსნის პენიტენციურ დაწესებულებასთან ოჯახის წევრები და მეგობრები დახვდნენ
.webp&w=1920&q=75)
გიორგი ოკმელაშვილის გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ქსნის პენიტენციურ დაწესებულებასთან შეკრება "ოკმელას" ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა გვიან ღამით დაიწყეს.
გიორგი ოკმელაშვილმა საპატიმრო 2 წლისა და 6 თვის შემდეგ დატოვა.
სარეკლამო კომპანია „ლიმონის“ დამფუძნებელი „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 2024 წლის 15 მაისს დააკავეს, მას ხუთი წლით ჰქონდა პატიმრობა მისჯილი.
ცნობისთვის, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მიხეილ ყაველაშვილმა 232 პატიმარი შეიწყალა.




