გიორგი დავითაძე ამბობს, რომ მის მიმართ ზეწოლა კვლავ გრძელდება
აღნიშნული განცხადება ავდოკატმა მარიკა არევაძემ გაავრცელა

უფლებადამცველი ამბობს, რომ გიორგი დავითაძის მიმართ - "გრძელდება ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს". მას ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა. მარიკა არევაძის განცხადებით, ამ შეურაცხყოფაზე დავითაძეს ქონდა საპასუხო სიტყვიერი რეაგირება.
მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფმა პატიმარმა იურისტს უთხრა, რომ მას ტელევიზორიც ჩამოართვეს.
მარიკა არევაძის თქმით, მან სახალხო დამცველის აპარატს მიმართა და წარმომადგენლებს გიორგი დავითაძეს ნახვა მოსთხოვა.




