გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე - ნია იმნაძის სასამართლო სხდომის დეტალები
პროკურორმა ქეთევან სონიძემ დაცვის მხარე პროვოკაციაში და დაზარალებულზე ემოციურ ზემოქმედებაში დაადანაშაულა

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის მორიგი სხდომის შემდეგ, პროკურორმა ქეთევან სონიძემ დაცვის მხარე პროვოკაციაში და დაზარალებულზე ემოციურ ზემოქმედებაში დაადანაშაულა. პროკურორის თქმით, ადვოკატმა გიორგი ლეკიშვილმა დახურული სხდომა უკანონოდ ჩაწერა და პირდაპირ ეთერში გადასცემდა, ხოლო მისმა კოლეგამ ეზოში დაზარალებული მხარე ფარულად გადაიღო.
ბრალდებებს უარყოფს ნია იმნაძის ადვოკატი გიორგი ლეკიშვილი. მისი განცხადებით, დაცვის მხარე კონფლიქტს ერიდებოდა, ხოლო ვიდეოგადაღება მხოლოდ თავდაცვისა და შესაძლო ესკალაციის აცილების მიზნით მოხდა, რადგან დაზარალებულის მხრიდან აგრესიული დამოკიდებულება ფიქსირდებოდა.
ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა.
საქმის ძირითადი დეტალები:
• სასამართლო გადაწყვეტილება: მოსამართლემ არცერთი მხარის შუამდგომლობა მტკიცებულებათა დაუშვებლობაზე (მათ შორის, ისრაელში
დანიშნულ ტელეფონების ექსპერტიზაზე) არ დააკმაყოფილა და საქმე არსებითად განსახილველად გადასცა.
• Ბრალდებულები: გიგა ავალიანის საქმეზე 7 არასრულწლოვანია დაკავებული, (4 უკვე მსჯავრდებულია). 6 აგვისტოს ბრალი კიდევ ორ არასრულწლოვანს - ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს წაუყენეს.გიგა ავალიანის ოჯახის მთავარი მოთხოვნა არასრულწლოვანი ნია იმნაძის დაკავება იყო, რომელსაც ბრალდება წაქეზების მუხლით წარუდგინეს, ის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარიდან 10 თვის შემდეგ ,საცხოვრებელ სახლში დააკავა.




