ღარიბაშვილის მორიგი წერილი - რა გახდა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი
ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ განცხადებას ავრცელებს და ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის მმართველობის პერიოდში მომხდარი თვითმკვლელობების ფაქტებზე პასუხების გაცემას ითხოვს

ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აგზავნის - რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური
მიზეზი?
საპატიმროში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ განცხადებას ავრცელებს და ირაკლი კობახიძისა და მამუკა
მდინარაძის მმართველობის პერიოდში მომხდარი თვითმკვლელობების ფაქტებზე პასუხების გაცემას ითხოვს.
ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები მას მედიაში გავრცელებული კრიტიკული სტატიების შეკვეთაში ადანაშაულებდნენ.
Ყოფილი პრემიერი კონკრეტულად უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის შემთხვევაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელმაც გაზეთ „ასავალ-
დასავალში“ კობახიძის კრიტიკული ინტერვიუს გამოქვეყნებიდან მალევე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ღარიბაშვილი ეჭვქვეშ აყენებს ჯორბენაძის თვითმკვლელობის ოფიციალურ ვერსიას და აცხადებს, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს
სიმართლე იმ გაურკვეველი გარემოებებით გარდაცვალების ფაქტებზე, რომელთაც მოქმედი ხელისუფლების პერიოდში ჰქონდა ადგილი.




