გელა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
პარლამენტმა გელა გელაძე სუს-ის ხელმძღვანელად 6-წლიანი ვადით 28 აპრილს დაამტკიცა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისი განცხადებით, მმართველი გუნდთან კონსულტაციების შედეგად საქმიანობას სხვა უწყებაში გააგრძელებს.
გელაძემ მადლობა გადაუხადა სუს-ის თანამშრომლებს პროფესიონალიზმისთვის, ასევე პოლიტიკურ გუნდს, ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის.
პარლამენტმა გელა გელაძე სუს-ის ხელმძღვანელად 6-წლიანი ვადით 28 აპრილს დაამტკიცა. მანამდე უწყებას მამუკა მდინარაძე და ანრი ოხანაშვილი უდგნენ სათავეში, რომლებმაც თანამდებობები ასევე ვადაზე ადრე დატოვეს.




