გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც - ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე დავით ფეიქრიშვილის შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიების დასრულებას ელოდება
-2.webp&w=1920&q=75)
ირაკლი კობახიძე დავით ფეიქრიშვილის შესაძლო ცემის ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნულ თემაზე აუცილებლად გააკეთებს კომენტარს, როდესაც გამოძიება დასრულდება.
გამოძიებას დაველოდოთ, მთავარია, გამოძიებამ ყველა კითხვას გასცეს პასუხი, რა იყო დაზიანება, რა იყო დაზიანების მიზეზი, რა იყო ციხის ადმინისტრაციის როლი და ა.შ. ამის შემდეგ, გპირდებით, რომ კომენტარებს გავაკეთებ.
არსებული ინფორმაციით, პატიმარი დავით ფეიქრიშვილი, გუშინ “ვივამედში“ კვლავ გადაიყვანეს და ის ისევ კლინიკაში რჩება.
ოჯახის მტკიცებით, დავით ფეიქრიშვილი ციხეში სასტიკად სცემეს. დაკავებულის ადვოკატის, პაატა გოგიაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყიფ პირს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული, დამტვრეული აქვს ნეკნები და თავზე აღენიშნება სისხლჩაქცევები.




