ელისო კილაძეს 10 წლიანი პატიმრობა შეეფარდა
განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოიტანა.

„ქრონიკა+“- ის რედაქტორს 10 წლიანი პატიმრობა შეეფარდა, ასევე ჩამოერთვა მისი კუთვნილი ავტომობილი და 30 ათასი დოლარი.
განაჩენის გამოცხადებამდე, სასამართლო პროცესზე ელისო კილაძემ სიტვა წარმოთქვა და განაცხადა, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, მისი საქმე კი პოლიტიკური სცენარის ნაწილია.
„ქრონიკა+“-ის რედაქტორი 2026 წლის 18 თებერვალს ე.წ. თაღლითურ ქოლცენტრების საქმეზე დააკავეს. ელისო კილაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით ჰქონდა წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას - ფულის გათეთრებას გულისხმობს.




