რა მოხდა რესტორან "ლისი მერეში?!"
ახალი დეტალები მკვლელობის საქმეში

„მკვლელობა რესტორან „ლისი მერეში“ არ მომხდარა“, - განაცხადა „სანდო წყაროსთან“ საუბრისას დაწესებულების მენეჯერმა.
მისი თქმით, დანაშაულის ადგილი რესტორნიდან 200-300 მეტრის დაშორებით მდებარეობს, მომხდარის შესახებ კი დაწესებულებაში პოლიციისგან მხოლოდ გვიან ღამით შეიტყვეს. რესტორნის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მათ ტერიტორიაზე კონფლიქტი არ შეუნიშნავთ. მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ჩაატარეს, თუმცა რესტორნის წარმომადგენელი ვერ გვპასუხობს, ამოიღეს თუ არა სამართალდამცავებმა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები და რა ჩანს მათში.
ძმის ქორწილში 25 წლის გურამ ბოიკო მოკლეს. აღნიშნულ ცნობას ოჯახის წევრებიც ავრცელებენ.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ცნობების თანახმად, სუფრასთან დაწყებული კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მოჩხუბრების გაშველებას სიძის ძმა ცდილობდა, რა დროსაც 25 წლის გურამ ბოიკოს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს.
„სანდო წყაროს“ ინფორმაციით, მომხდარზე ამ დრომდე დაკავებული არავინ არის.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო.


.webp&w=1920&q=75)

