დუშეთში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს უვადო პატიმრობა მიესაჯა
ბრალდებულებს ტარიელ ვერძეულსა და აკო გოგოლაურს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

2026 წლის 10 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაგაში, ბრალდებულებმა შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, მეუღლის თანდასწრებით, დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, 2026 წლის 10 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაგაში, ბრალდებულებმა შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, მეუღლის თანდასწრებით, დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა. ასევე, ბრალდებულებმა საფრთხე შეუქმნეს შემთხვევის ადგილზე მყოფი გარდაცვლილის მეუღლის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად ორივეს უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.


.webp&w=1920&q=75)

