დედა არასრულწლოვან შვილს მოწყალების თხოვნასა და დღეში 100 ლარის შეგროვებას აიძულებდა
ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებულების ახალი დეტალები

ფარული ჩანაწერების მიხედვით ირკვევა, რომ დაკავებულთაგან ერთ-ერთი იმ მოზარდის დედაა, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვან შვილს მოწყალებას და 100 ლარის შეგროვებას ცემით, მუქარით და ფსიქოლოგიური ზეწოლით აიძულებდა.
აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით დგინდება, რომ სკოლის მოსწავლე სისტემური ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი იყო.
დაკავებულია მოზარდის დედის მეგობარიც.
ჩანაწერში ისმის, რომ თუ სკოლის მოსწავლეს დადგენილ თანხას არ შეაგროვებდა, იქამდე მოწყალების შეწყვეტას ვერ შეძლებდა. ირკვევა, რომ ტრეფინგის მსხვერპლი სკოლაში სიარულს ვერ ახერხებდა და საგაკვეთილო პროცეს სისტემატურად აცდენდა.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებულებმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით შეიმუშავეს ტრეფიკინგის გეგმა, რომლის განხორციელებაშიც ერთ-ერთი დაკავებულის არასრულწლოვანი შვილი ჩართეს.
დაზარალებული არასრულწლოვანი სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სერვისცენტრშია განთავსებული. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს


.webp&w=1920&q=75)

