დავით ფეიქრიშვილს კლინიკა „ვივამედიდან“ გაწერეს - რა წერია სამედიცინო დასკვნაში
დასკვნის თანახმად, პაციენტს აღენიშნებოდა პოლიტრავმა, რომელიც 16 ოქტომბერს დაცემის შედეგად მიიღო (თან ახლდა გონების ხანმოკლე დაკარგვა).

დავით ფეიქრიშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ გაწერეს. ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს სამედიცინო დასკვნას, რომლის თანახმადაც, დავით ფეიქრიშვილს, ჩატარებული მკურნალობის შედეგად მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, სტაციონარი დაატოვებინეს.
მისი ჯანრთელობის მდგომარებისა და დიაგნოზის შესახებ სამედიცინო დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ პაციენტს აღენიშნებოდა პოლიტრავმა, რომელიც 16 ოქტომბერს დაცემის შედეგად მიიღო (თან ახლდა გონების ხანმოკლე დაკარგვა).
ბრალდებულს, ჩატარებული გამოკვლევებითა და კლინიკური შეფასებით დაუდგინდა: თავის არეში: თავის ტვინის შერყევა, სკალპის ზედაპირული ტრავმა და მარცხენა თვალბუდის ლატერალური კედლის ხაზოვანი მოტეხილობა ცდომის გარეშე. ასევე, გულმკერდისა და ზურგის არეში 5 ნეკნის ხაზოვანი მოტეხილობა, წელის მალების მოტეხილობა, აგრეთვე გულმკერდისა და სახის მრავალობითი ზედაპირული ტრავმები/ჰემატომები; კიდურებზე: მარჯვენა მტევნისა და მარცხენა წინამხრის ღია ჭრილობები.
ბრალდებულს, კლინიკაში ჩაუტარდა ჭრილობების გაკერვა, დაზიანებული ვენისა და კუნთის ქირურგიული დამუშავება/გაკერვა, აგრეთვე მედიკამენტური თერაპია.
დოკუმენტის თანახმად, დავით ფეიქრიშვილი კლინიკიდან დღეს გაწერეს. “ვივამედის” სამედიცინო დოკუმენტს ხელს მკურნალი ექიმი აწერს.

20 ოქტომბერს იუსტიციის სამინისტროში განაცხადეს, რომ მედიის საშუალებებით საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველომ პატიმარ გიორგი ფეიქრიშვილის ძმის, დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
დავით ფეიქრიშვილის ადვოკატის თქმით, მის დაცვის ქვეშ მყოფს 16 ოქტომბერს ციხის საკანში ფიზიკურად გაუსწორდნენ ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და კიდე ორი პირი.
კლინიკა „ვივამედში" დაადასტურეს, რომ დავით ფეიქრიშვილი 19 ოქტომბერს შეიყვანეს და ღამით გაწერეს. ექიმმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. ამის შემდეგ, 20 ოქტომბერს დავით ფეიქრიშვილი კვლავ „ვივამედში" გადაიყვანეს და მას ოპერაცია ჩაუტარდა. მას ზედა კიდურები ჰქონდა დაზიანებული.
პენიტენციურმა ეს ინფორმაცია უარყო.


.webp&w=1920&q=75)

