დავით ფეიქრიშვილი „ვივამედში“ 21:00 საათზე შემოიყვანეს, მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა - ზურაბ ჩხაიძე
კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული პატიმარი, დავით ფეიქრიშვილი კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს.

ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, დაკვირვების მიზნით და შესაბამისი რეკომენდაციებით პაცინეტი გაწერილია N18 პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელიც ციხის სამკურნალო დაწესებულებაა.
დავით ფეიქრიშვილი კლინიკა „ვივამედში“ 21:00 საათზე შემოიყვანეს. მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, დაზიანებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას პენიტენციურ დაწესებულებაში მოგაწვდიან. დაკვირვების მიზნით და შესაბამისი რეკომენდაციებით გადაყვანილი იყო N18 პენიტენციურ დაწესებულებაში


.webp&w=1920&q=75)

