დაკავებულია კოკა მორგოშიას შვილი
ვაკეში მომხდარი დაჭის შედეგად დაკავებულებს შორის ერთ-ერთი პირი კოკა მორგოშიას შვილია

ვაკეში, მრგვალ ბაღთან მომხდარი დაპირისპირების შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს.
ახალგაზრდებს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის დროს ბრალდებულები უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, რაც გამოიხატებოდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში. კონფლიქტის დროს ერთ-ერთმა პირმა დაპირისპირებაში მონაწილე ახალგაზრდას ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში სამი ჭრილობა მიაყენა.
შეგახსენებთ, რომ 10 ნოემბერს, ვაკეში, მრგვალ ბაღთან, რამდენიმე პირს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაჭრეს. ინციდენტში დაახლოებით 10-მდე პირი მონაწილეობდა. დაპირისპირებას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
დაჭრილია დაჩი ტვილდიანი, ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წევრი, რომელიც ამ დროისთვის ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა. როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
„სანდო წყაროს" ინფორმაციით, დაპირისპირებაში ფიგურირებს ვინმე „კაჭკაჭა“, რომლის სახელი და გვარი სრულად უცნობია. მასთან ერთად იმყოფებოდნენ დაცვის თანამშრომლებიც.
მოქალაეები ამბობენ, რომ ვიდეო-მასალაში პრეზიდენტის მიერ ორი თვის წინ შეწყალებული გიორგი კაჭკაჭაშვილის მამა, მერაბ კაჭკაჭაშვილი და მისი დაცვის წევრი, თემურ ქათამაძე ამოიცნეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს განცხადებით, მომხდარ ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.




