ჩორჩანას საქმეზე მაია ცქიტიშვილი დაკითხეს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს გამოკითხის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია
.webp&w=1920&q=75)
მაია ცქიტიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ გიორგი გახარიას ჩორჩანასთან დაკავშრებით სატელეფონო საუბარი ჰქონდა.
ჩემთან დარეკა იმ დროისთვის შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და მითხრა, რომ ჩორჩანაში მიმდინარეობს შემოღობვა და ტერიტორიის დაკარგვის რისკიაო. მთხოვა, იმ დროისთვის, რა რესურსიც გვქონდა, როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ტყეში გაგვეყვანა გზა. ეს იყო კომუნიკაცია რაც გიორგი გახარიასთან მქონდა.
ცქიტიშვილმა ასევე, ისაუბრა საგუშაგოს შემდგომ განვითარებულ პროცესზე, რა დროსაც თავად უკვე ვიცე-პრემიერი იყო. მისი თქმით, სამთავრობო სამუშაო პროცესი ჩვეულებრივად გაგრძელდა, თუმცა უშუალოდ ჩორჩანას საკითხზე რაიმე ფართო დისკუსია არც ყოფილა მთავრობაში. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის თქმით, ჩორჩანას საკითხზე მაშინდელ მთავრობის ახდომებზე საუბარი არ ყოფილა.
როცა მესაუბრა გიორგი გახარია, არ მახსოვს კონკრეტულად საგუშაგო ახსენა, თუ არა... საგუშაგოს ჩადგმაზე უკვე გავიგე, მას შემდეგ რაც მედიაში გაშუქდა...ამის შემდეგ, არც მე და არ მოადგილეებს გიორგი გახარიასთან არ გვქონია კომუნიკაცია. მის მოადგილე, ლევან კაკავასთან ჰქონდათ კომუნიკაცია ჩემს მოადგილეებს




