ბიზნესცენტრში, საიდანაც ფორმულა მაუწყებლობს, ხანძარი ლიკვიდირებულია
დაკვამლიანების გამო შენობაში დარჩენილი „ფორმულას“ თანამშრომლები და სტუმრები ევაკუირებული არიან

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე „დელისის“ ბიზნესცენტრის შენობიდან ყველა ადამიანი, მათ შორის „ფორმულას“ თანამშრომლები, გამოიყვანეს.
ხანძარი ლიკვიდირებულია და შედეგად არავინ დაშავებულა. უცნობია, რომელ სართულზე გაჩნდა ხანძრის კერა. ამ დროისთვის „ფორმულას“ მაუწყებლობა შეჩერებულია.
„ხანძარი ლიკვიდირებულია, საბედნიეროდ, დაშავებული არავინაა. გამოყვანილია მოქალაქეები უსაფრთხოდ, მიმდინარეობს შენობის კიდევ გადამოწმება.
ვერ გეტყვით, რომელ სართულზე იყო ზუსტად კერა, მაგრამ დაახლოებით ქვედა სართულებზე იყო საწყისი“— ამბობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი,
ტელეკომპანია ფორმულას სტუდიებსა და ნიუსრუმშიც დაკვამლიანება იყო. არხის ჟურნალისტის, სოფო ვარდიაშვილის ინფორმაციით, ნიუსრუმში 22 ჟურნალისტი იმყოფებოდა. მათი ადგილიდან გამოყვანა ეტაპობრივად მიმდინარეობდა. ამ დროისთვის ტელევიზიის ყველა თანამშრომელი გამოყვანილია.


.webp&w=1920&q=75)

