ავლაბარში უცხო ქვეყნის მოქალაქე მოკლეს
თბილისში ავლაბრის ტერიტორიაზე შუახნის მამაკაცი მოკლეს

თბილისში ავლაბრის ტერიტორიაზე შუახნის მამაკაცი მოკლეს, არსებული ინფორმაციით მოკლული კაცი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით მომხდარზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავეს ,დანაშაულის ჩადენის იარაღი კი ნივთმტკიცებად ამოიღეს, მოკლული პირის მსგავსად ბრალდებული პირიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
გამოძიების ცნობით, თბილისში უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს შორის წარმოიშვა კონფლიქტი რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა მეორეს ცივი იარაღის, ასევე ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა და მიიმალა, დაჭრილი პირი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს,რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




