არ ვაპირებ რეჟიმთან თანამშრომლობას და ასე იქნება დარჩენილი სასჯელის ვადაში
აქტივისტმა, არჩილ მუსელიანცი გლდანის ციხიდან წერილი გამოაქვეყნა

აქციების დროს დაკავებული არჩილ მუსელიანცი გლდანის ციხიდან წერილს აქვეყნებს და წერს, რომ მიუხედავად არაერთი კორესპონდენციისა, რომელშიც მას შეწყალების დაწერას სთხოვენ, ის არ არპირებს “რეჟიმთან თანამშრომლობას“.
2 წელია პატიმრობაში ვარ და ყოველდღე ვფიქრობ, როგორი დამხვდება საქართველო 2028 წელს, როცა გავთავისუფლდები. ცოტა არ იყოს მაშინებს, ახლა რა დღეშია ქვეყანა და მერე რა იქნება, მაგრამ ჩემი კარგებო და კეთილებო, მე მჯერა თქვენი, მე მჯერა იმის, რომ თქვენ გამონახავთ გზას დაუბრუნოთ ქვეყანა ხალხს. მე მჯერა, რომ თქვენ გამონახავთ გზას და დადგებით გვერდიგვერდ ერთიანი მიზნისთვის, საქართველოს გადარჩენისთვის.
არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს. თავდაპირველად ის ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული, თუმცა შემდეგში, აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლით ჩადენილი დანაშაულით, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაუკვალიფიცირდა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას.




