აფრიკის დასახლებაში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
სავარაუდოდ, ხანძარი აფეთქებამ გამოიწვია.

აფრიკის დასახლებში, კერძო სახლში ხანძარი იყო. „სანდო წყაროს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, რომ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
ამ დროისთვის, ხანძარი ლიკვიდირებულია.
„სანდო წყაროს“ ინფორმაციით, ხანძრის გაჩენამდე მეზობლებმა აფეთქების ხმა გაიგეს.
ადგილობრივების თქმით, პირს სახლში შეშის ღუმელი ჰქონდა და ხანძარი შესაძლოა ამას უკავშირდებოდეს.




