17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის მკვლობისთვის ბრალდებული სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება
საქმის ახალი დეტალები

17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის მკვლობაში ბრალდებულის, ნიკოლოზ (ნიკა) კაპანაძის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ნიკა კაპანაძე პენიტენციური სამსახურის №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაშია გადაყვანილი, პარალელურად კი მისი სასამართლო პროცესი, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო, გადაიდო.
პროკურატურამ გამოძიებისთვის დამატებითი ვადის გამოყოფა ითხოვა, რის გამოც დღეს დაგეგმილი სხდომა გაურკვეველი ვადით გადავადდა. ამ დროისთვის ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობის ირგვლივ არსებული ვითარება კვლავ ბუნდოვანია. საქმეში ახლახან ჩართული ახალი ადვოკატი “სანდო წყაროსთან” ადასტურებს, რომ სასამართლოს მიერ ნამდვილად არის დანიშნული ნიკა კაპანაძის სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა. თუმცა, დაახლოებით ორი კვირის წინ, როდესაც უფლებადამცველი საქმეს გაეცნო, კვლევა ჯერ კიდევ არ იყო ჩატარებული.
ამ ეტაპზე დაცვის მხარისთვის უცნობია, შედგა თუ არა ექსპერტიზა ბოლო დღეებში. არსებული პრაქტიკით, საგამოძიებო მოქმედებებისა და სამედიცინო შემოწმების უშუალო პროცედურული თარიღების შესახებ ადვოკატებს წინასწარ არ ატყობინებენ. “სანდო წყარო” ინფორმაციის გადამოწმებას პროკურატურასთან ცდილობს.
მკვლელობა თბილისში, ხორავასა და შანიძის ქუჩების მიმდებარედ მოხდა. 42 წლის ნიკა კაპანაძემ ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი, ხოლო მისი მეგობრები და შემთვევით გამვლელი დაჭრა. მკვლობის მიზეზი კაპანაძის დედასა და ახალგარდებს შორის ურთიერთშელაპარაკება გახდა, რამაც ბრალდებულის აგრესია გამოიწვია. კაპანაძე სამართალდამცველებმა მომხდარიდან მალევე, სპეცოპერაციით დააკავეს.
ტრაგედიის დღიდან საზოგადოებისა და მედიის მთავარ კითხვად რჩება ცეცხლსასროლი იარაღის ლეგალურობის საკითხი. ბრალდებულის ოჯახი (დედა) თავიდანვე ამტკიცებდა, რომ მის შვილს მძიმე ფსიქიატრიული პრობლემები ჰქონდა და აგრესიით გამოირჩეოდა, რის გამოც მის მიმართ შემაკავებელი ორდერიც კი იყო გამოცემული. მიუხედავად ამისა, ნიკა კაპანაძეს სახელმწიფო უწყებების მიერ ოფიციალურად ჰქონდა გაფორმებული ცეცხლსასროლი იარაღი, რამაც მას მძიმე დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობა მისცა.


.webp&w=1920&q=75)

