1-წლიანი პატიმრობის შემდეგ თამარ ლორთქიფანიძე თავისუფალია
აქტივისტი 22 ოქტომბერს პოლიციელის მანქანაზე ასვლის შემდეგ დააკავეს

აქციის მონაწილეს, საპროცესო შეთანხმება რამდენიმე თვის წინ გაუფორმდა. შეთანხმების მიხედვით, დაკავებულს ერთ წლიანი პატიმრობა და 3-წლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.
თამარ ლორთქიფანიძე გასული წლის 22 ოქტომბერს აქციაზე დააკავეს. მას ბრალად ედება - პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.




