ველოსიპედის გაქირავების სისტემა ცენტრში ამოქმედდა
პირველ ეტაპზე ორმოცი სადგური ამოქმედდა. გაქირავება აპლიკაციით ხდება, პირველი ოცდაათი წუთი კი უფასოა- ოპერატორი ამბობს, რომ ქსელი გაზაფხულზე გაფართოვდება.

ბათუმის ძველ ნაწილში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი გაიხსნა. შენობა ოთხმოციანი წლების საწყობია, რომელიც არქიტექტორებმა თითქმის უცვლელად დატოვეს- გადააკეთეს მხოლოდ სახურავი და შიდა ტიხრები.

საექსპოზიციო ფართი ცხრაას კვადრატულ მეტრს შეადგენს. პირველი გამოფენა ოცდაათ ქართველ ავტორს აერთიანებს და სამ თვეს გასტანს.




