ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს
ჟურნალისტს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო 30 დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ვახო სანაიას სახლთან შეკრებილები იყვნენ ჟრნალისტები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები.
ჟურნალისტს პატიმრობა შალვა პაპუაშვილზე და ლადო ბოჟაძეზე დაწერილი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო.
ტელეკომპანია „ფორმულას“ მთავარი გამოშვების წამყვანი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო ზაფხულში დააკავეს. მაშინ ტელეწამყვანს „ქართული ოცნების“ წევრების, შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შეურაცხყოფას ედავებოდნენ და მას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.




