ტყუპმა ფეიქრიშვილებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვენები გადაიჭრეს - ადვოკატი
როგორც “სანდო წყაროს” ფეიქრიშვილების ადვოკატმა განუცხადა მან რამდენიმე წუთის წინ ნახა დავით ფეიქრიშვილი

ადვოკატის თქმით, ძმები ექიმების დახმარებაზე უარს ამბობენ, სანამ ერთმანეთს არ შეახვედრებენ.
ადვოკატმა დაადაატურა, რომ დავით ფეიქრიშვილი არის სასტიკად ნაცემი, როგორც მან “სანდო წყაროსთან” საუბრისას განაცხადა ტყუბ ძმას დამტვრეული აქვს ნეკნები, სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული და თავზე აღენიშნება სისხლჩაქცევები.
ადვოკატის თქმის, დავით ფეიქრიშვილს ფიზიკური დაზიანება ვატო ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა და შოთა ყიფიანმა მიაყენეს.
16 ოქტომბრის შემდეგ მასზე ხორციელდება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა. ისეთ უკიდურეს მდგომარეობაშია, რომ მიიყენა ფიზიკური დაზიანებები. ეს სამი პიროვნება იმის გულისთვის არიან დაჭერილები, რომ ძმები ფეიქრიშვილებისგან მიიღონ ინფორმაცია, ითხოვენ მობილურ ტელეფონზე დაყენებულ კოდს
დავით ფეიქრიშვილის ადვოკატის თქმით, თვითდაზიანება მიიყენა გოგა ფეიქრიშვილმაც, მანაც ვენები გადაიჭრა, რადგან ძმის სიცოცხლე გადაერჩინა.
დავით ფეიქრიშვილის ადვოკატმა დაადასტურა ის ფაქტიც, რომ დავით ფეიქრიშვილი წუხელ “ვივამედში“ იმყოფებოდა




