თეა წულუკიანმა ნანუკა ჟორჟოლიანს დავა უზენაეს სასამართლოშიც მოუგო
საქმე ეხებოდა წამყვანის მიერ facebook - ზე დაწერილ პოსტს, სადაც ის ახსენებდა თეა წულუკიანს მამის, ავთანდილ წულუკიანის მოსამართეობის პერიოდს.

სასამართლო განაჩენის შესახებ ინფორმაცია ნანუკა ჟორჟოლიანმა მის სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვით გაავრცელა. წამყვანი ამბობს, რომ ის გაჩერებას არ აპირებს და ბრძოლას სტრასბურგის სასამართლოში გააგრძელებს.
განჩინება ჩამბარდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს სტრასბურგში. სხვათა შორის, რვა მოსამართლემ იმუშავა ამ საქმეზე და ყველა ინსტანციამ – ჰოი საოცრება, ეს რა სასწაული მოხდა – თეა წულუკიანს ყველა მოთხოვნა უპირობოდ დაუკმაყოფილა
თეა წულუკიანი სასამართლოში მოითხოვდა, ცილისწამებად მიჩნეულიყო ჟორჟოლიანის პოსტიდან შემდეგი ფრაზა: „წულუკიანის მამამ დახვრიტა შემდეგი ადამიანები (ჩამონათვალი წარმოდგენილია დაზუსტებულ სარჩელში). ასევე ის მოითხოვდა, ცილისწამებად ცნობილიყო შემდეგი ფრაზა იმავე პოსტიდან - ეს იყო გარდამავალი დრო, როცა სიკვდილით დასჯა უქმდებოდა და მოსამართლე წულუკიანს შეეძლო სხვა უმაღლესი სასჯელის გამოყენება.
ნანუკა ჟორჟოლიანმა FACEBOOK ზე პოსტი 2025 წლის 12 აპრილს აპრილს გამოაქვეყნა, სადაც თეა წულუკიანის მამის, ავთანდილ წულუკიანის მოსამართეობის პერიოდი და განჩინებები გაიხსენა.




