თბილისში 21 წლის მამაკაცი დაჭრეს
შემთხვევა ირინა ენუქიძის ქუჩაზე მოხდა

დიდი დიღმის ტერიტორიაზე 21 წლის სტუდენტი დაჭრეს.
შემთვევა რამენიმე წუთის წინ ირინა ენუქიძის ქუჩაზე, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოხდა. დაჭრილი ამავე უნივერსიტეტის სტუდენტია. ახალგაზრდა კაცს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


