თამაზ ელიზბარაშვილმა საპატიმროში შიმშილობა გამოაცხადა
ელისბარაშვილმა ინფორმაცია სოცილური ქსელის საშუალების გაავრცელა

თამაზ ელისბარაშვილი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიართვს. როგორც ბიზნესმენის გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მან შიმშილობის გადაწვეტილება ორი კონკრეტული მოთხოვნით მიიღო: ელიზბარაშვილი მძიმედ ავადმყოფ დედასთან დარეკვის უფლებასა და დაზიანებულ მუხლზე ოპერაციის ჩატარებას ითხოვს.
„დილიდან ვიწყებ შიმშილს ორი მოთხოვნით: მომეცით დედასთან დარეკვის უფლება და გამიკეთეთ დაზიანებულ მუხლზე ოპერაცია. მუხლზე, რომელზეც «TV იმედის» თანამშრომელმა იმ დღეს რესტორანში მომაყენა ფიზიკური დაზიანება, საოპერაციოა. ადვოკატმა მიიტანა ციხის უფროსთან შესაბამისი სამედიცინო ფორმა №100. მაქვს საშინელი ტკივილები, მაგრამ ციხის მთავარი ექიმისგან რეაგირება არის ნული. ამასთან, პროკურორმა ამიკრძალა 84 წლის, ლოგინად ჩავარდნილ დედასთან სატელეფონო საუბარი, რომლისთვისაც ჩემი ხმის გაგონება უებარი წამალია“
საქართველოს პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალი მუქარის ფაქტზე წარუდგინა.
გამოძიების ვერსიით, მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ელიზბარაშვილსა და დაზარალებულს შორის სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
უწყების ცნობით, ბიზნესმენი დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა, მოგვიანებით კი, მუქარის აღსრულების მიზნით, ადგილზე შეიარაღებული დაბრუნდა და რესტორანში შეჭრას ცდილობდა. პროკურატურის ინფორმაციით, 31 აგვისტოს ბრალდებულმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვაც გამოაქვეყნა, სადაც მუქარას განაგრძობდა.
თამაზ ელიზბარაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
მისი და მისი ადვოკატების განცხადებით, იგი უარყოფს მუქარის ფაქტს. ელიზბარაშვილი ამტკიცებს, რომ თავად გახდა ფიზიკური თავდასხმისა და ძალადობის მსხვერპლი ინციდენტის დროს და საქმეში არსებულ ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს.


