სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო დაწყებული საქმე მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ შეწყვიტა
თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლოს, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ მოქალაქე მ.ს. -ს მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყვიტა

თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლოს, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ მოქალაქე მ.ს. -ს მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყვიტა, რომელსაც შსს-ს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო ედავებოდა.
სასამართლოს განმარტებით, შსს-ს არ წარუდგენია არცერთი უტყუარი მტკიცებულება იმის დასამტკიცებლად, რომ კონკრეტული ანგარიში და კომენტარი ნამდვილად ბრალდებულ პირს ეკუთვნოდა.
ვლადიმერ ხუჭუა ის ერთადერთი მოსამართლეა, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს დააკმაყოფილა „ახალგაზრდა იურისტთა
ასოციაციის“ (საია) საჩივარი და გააუქმა წალკისა და თეთრიწყაროს ოლქების 30-მდე საარჩევნო უბნის შედეგები.




