შეწყდეს სისიხლის სამართლებრივი დევნა ძმები კაკულიების წინააღმდეგ- ადვოკატი
წინა სასართლოს სხდომა ამ წუთებში მიმდინარებს

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ახალგაზრდა პროგრამისტის, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
პროცესს დისტანციურად ესწრებიან ბრალდებული ძმები - გურამ და დავით კაკულიები. მათმა ადვოკატმა შოთა კაკულიამ შუამდგომლობა რამდენიმე წუთის წინ დააყენა და განმარტა, რომ ძმების წინააღმდეგ არც პირდაპირი და არც ირიბი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც მათ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან აკავშირებს.
აღნიშნული მოტივით დაცვის მხარემ ბრალდებულების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა მოითხოვა. ადვოკატის განცხადებით, საქმის მასალებში დევს მხოლოდ პოლიციელის პატაკი, სადაც ნათქვამია, რომ ძმებ კაკულიებს შურისძიების მოტივი ჰქონდათ, თუმცა ამ მოტივს ოჯახის წევრებიდან არავინ ადასტურებს.
ახალგაზრდა პროგრამისტის, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებები და ორგანიზატორების ვინაობა პროკურატურამ 4 წლის შემდეგ ოფიციალურად გამოაქვეყნა და დაადგინა.
საქართველოს პროკურატურამ მკვლელობის ორგანიზებისა და შეკვეთისთვის ბრალი ძმებ კაკულიებს და ბუსა ჟვანიას (ბესარიონ ჟვანია) წარუდგინა. გამოძიების ვერსიით, დანაშაულის მოტივი შურისძიება იყო.
თავდაპირველად აღნიშნულ საქმეზე (2021 წლის სექტემბრის მკვლელობაზე) შემსრულებლების სახით დაკავებული და მსჯავრდებული იყვნენ ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე, ხოლო 2026 წლის თებერვალში ორგანიზება-შეკვეთის ბრალდება დაემატათ ძმებ კაკულიებსა და ბუსა ჟვანიას. პროკურატურის განცხადებით, საქმეზე მოპოვებულია კომპლექსური მტკიცებულებები, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები, დაკავებულთა და ბრალდებულების კომუნიკაციის დეტალები, რომლითაც დგინდება კავშირი შემსრულებლებსა (ჭელიძე/კავილაძე) და ორგანიზატორებს (კაკულიები/ჟვანია) შორის.




