შეიარაღებული თავდასხმა ზუგდიდში - დაჭრილია ქალი
ინფორმაციას ოდიში ტვ ავრცელებს.

ზუგდიდის რაიონის სოფელ ალერტკარში შეიარაღებული ძებნილი პირი მოგვარეების ოჯახს თავს დაესხა და ქალი დაჭრა. დაჭრილი ქალი თავად დაუკავშირდა ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს.
მან განაცხადა:
ჯერ მამაჩემის მისამართით გაისროლა, როცა მე ვეცი, თოფის წართმევა მოვახერხე და გადავუგდე, დანა ამოიღო და დამარტყა, მერე კი გაიქცა. ახლა დაჭრილი ვარ, სასწრაფო დახმარების მანქანიდან გირეკავთ, აი ეს მოსდევს იმას, რომ ძებნილი ამდენ ხანს არ დააკავეს, არადა, ყველამ იცოდა მისი ადგილსამყოფელი
სანდო წყაროს ინფორმაციით, კონფლიქტის ნიადაგზე ვალერ როგავამ დაჭრა ქალი - ზამირა როგავა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.




