საქართველოში ბინადრობაზე ფრანგ ფოტოგრაფს სასამართლომ უარი უთხრა
სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება, რომლითაც ფრანსის პრიმერსკის საქართველოში მოკლევადიან ბინადრობის უფლებაზე უარი ეთქვა
.webp&w=1920&q=75)
საქართველოში მცხოვრები ფრანგი ფოტოგრაფმა და ვიდეოგრაფმა ფრანსის პრიმერსკიმ, რომელსაც სერვისების განვითარების სააგენტომ უარი უთხრა მოკლევადიან ბინადრობაზე, აპრილში გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა და სააგენტოს მიერ გაცემული აქტის გაუქმება მოითხოვა. ადვოკატის თქმით, ფრანსის პრიმერსკის, როგორც საქართველოში წლების განმავლობაში მცხოვრებ პირს, ჰქონდა დროებითი ბინადრობის ნებართვა, რომელიც მეორეჯერ გაუხანგრძლივდა მიმდინარე წლის მარტში, ნებართვის გაცემიდან რამდენიმე დღის შემდეგ კი სრულიად მოულოდნელად მას ეცნობა, რომ სააგენტომ გააუქმა მისთვის მინიჭებული მოკლევადიანი დროებითი ბინადრობის ნებართვა.
როგორც ადვოკატი განმარტავს, სააგენტოს გადაწყვეტილებაში ფაქტობრივი გარემოება მითითებული არ არის, აქედან გამომდინარე მისთვის უცნობია თუ რა ფატქობრივი გარემოება დაედო საფუძვლად აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებას, მხოლოდ მითითებულია სამართლებრივი ნორმა, როემლიც ასაბუთებს იმას, რომ თითქოს ფრანსის პრიმერსკის საქართველოში დარჩენა ეწინააღმედეგება საქართველოს ინტერესებს.




