საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს
მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან 15 - ზე მეტი ქვეყნის მოქალაქე გააძევა

მიგრაციის დეპარტამენტმა ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევა.
ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გააძევეს - თურქმენეთის, პაკისტანის, თურქეთის, კუბის, რუსეთის, აზერბაიჯანის, ინდოეთის, ლიბანის, იორდანიის, ნიგერიის, ტაილანდის, ფილიპინების, ბანგლადეშის, ეთიოპიის, ერაყის, ჩინეთის და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეები.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
მიმდინარე წელს, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქვეყნიდან გაძევებულია 3500-ზე მეტი პირი.




