საქართველოდან სომხეთის რესპუბლიკაში ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა
დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი 8 პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ხულიგნობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა- შენახვა-ტარების ფაქტებზე ძებნილი პირი დააკავეს

პროკურატურის განცხადებით, სომხეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირი, ექსტრადიციის მიზნით, საქართველოს ტერიტორიაზე შსს - მ დააკავა.
აღნიშნულ პირს ბრალად ედება - დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი 8 პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ხულიგნობა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა- ტარება.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღნიშნული პირის სომხეთში ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. 2026 წლის 30 ოქტომბერს იუსტიციის მინისტრმა ბრძანება გამოსცა - ძებნილი პირის სომხეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ.
ძებნილი პირი სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ გადაეცა სომხეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს.




