სადგურის მოედნის ტერიტორიასთან ე.წ. გადასასვლელ ხიდზე ხანძარი ლოკალიზებულია
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "სანდო წყაროს" განუცხადეს, რომ ხანძარი, გადასასვლელ ხიდზე არსებულ მაღაზიაში გაჩნდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ასევე მათივე ინფორმაციით, ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
ჯერ ჯერობით უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზები.
ადგილზე 8 სახანძრო მანქანა მუშაობს




